ავარია ფოთში – გარდაიცვალა 2 ახალგაზრდა კაცი

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით,  მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ისინი სასწრაფოდ მისვლამდე გარდაიცვალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.