ავიაკომპანიები საერთაშორისო რეისებზე Covid19-ის გასაკონტროლებლად ახალ წესებს ნერგავენ

უახლოეს კვირებში რიგი მსხვილი ავიაკომპანიებისა, მათ შორის United, JetBlue და Lufthansa სმარტოფონებისთვის ახალი აპლიკაციის დანერგვას გეგმავენ. CommonPass–ის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საერთაშორისო რეისების მგზავრთა  Covid19- ის ტესტების, მათი შედეგების და მომავალში, შესაძლოა ვაქცინაციის ისტორიის გადამოწმებაც.

აპლიკაცია მომხმარებლებს ამა თუ იმ ავიაკომპანიის ფრენის წესების შესახებ მიაწვდის ინფორმაციათ, მაგალითად ინფორმაციას ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის აუცილებლობის შესახებ.

მომხმარებლები აპლიკაციაში ატვირთავენ საჭირო დოკუმენტებს და სპეციალურ კოდს მიიღებენ, რომლითაც ბორტზე ასვლას შეძლებენ. ოქტომბერში United –მა უკვე გამოსცადა CommonPass–ის აპლიკაცია ლონდონი–ნიუ ჯერსის რეისზე.