“ავიცრებოდი თუ არა ასტრაზენეკას ვაქცინით?” – ნანა გეგეჭკორის განმარტება

აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც The Mount Sinai-ის სამედიცინო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს, აცხადებს, რომ საქართველოში რომ იყოს, AstraZeneca–ს ვაქცინით აიცრებოდა.

მისი თქმით, ვაქცინაციის რისკები კორონავირუსით ავადობით რისკებს ვერ შეედრება.

“ბოლო დღეები, თქვენ მე მეკითხებოდით ავიცრებოდი თუ არა ასტრაზენეკას ვაქცინით?

მე რომ საქართელოში ვიყო ექიმი, დიახ, აუცილებლად ავიცრებოდი იმ ვაქცინით რაც იქნებოდა ჩემთვის ხელმისაწვდომი და ამავე დროს იქნებოდა აღიარებული ამერიკული ან ევროპული წამლის სააგენტოს მიერ.

P.S. ძალიან გთხოვთ, წყევლით ნუ გამომეხმაურებით. მე არაფერს გაძალებთ და არც რაიმე ტიპის პროპაგანდას ვეწევი. მაქვს უფლება მქონდეს ჩემი აზრი ამა თუ იმ მოვლენასთან დაკვშირებით. მითუმეტეს, როცა ეს აზრი გამყარებულია მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნით და მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილებით. ვაქცინაცია სავალდებულო არაა და თქვენ გაქვთ არჩევანი.

საკმარისად ტრაგიკული იყო პანდემიური წელი ჩემთვის, როგორც ექიმისთვის. სწორედ ამიტომაც ვთვლი, რომ ვაქცინაციის რისკები ვერ შეედრება ზიანს რაც კოვიდით ავადობამ შეუძლება მოუტანოს ადამიანს”,– წერს გეგეჭკორი Facebook-ზე.

ცნობისთვის, საქართველოში გუშინ ასტრაზენეკათი ვაქცინაცია დაიწყო. პირველ რიგში, აიცრებიან მედიკოსები.