ავსტრალიის სანაპიროსთან მსოფლიოში უდიდესი მცენარე აღმოაჩინეს, რომელიც მანჰეტენზე 3–ჯერ მეტ ფართობს იკავებს

დღემდე ადამებისთვის ცნობილი ყველაზე დიდი მცენარე დედამიწაზე, რომლის ზომა 3–ჯერ აღემატება მანჰეტენის ტერიტორიას, ავსტრალიის სანაპიროსთან აღმოაჩინეს.

გენეტიკური ტესტირების საშუალებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უზარმაზარი წყალქვეშა მდელო დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე სინამდვილეში ერთი მცენარეა.

ითვლება, რომ წყალმცენარე ერთი თესლიდან გაიზარდა და მისი ასაკი მინიმუმ 4500 წელია.

დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, წყალმცენარე დაახლოებით 200 კვადრატულ კილომეტრს ფარავს.

მეცნიერების გუნდმა აღმოჩენა სრულიად შემთხვევშით გააკეთა.

მათი მიზანი ე.წ. “ლენტისმაგვარი წყალმცენარეების “სახეობების მრავალფეროვნების გენეტიკური კვლევა იყო, რომლებიც როგორც წესი ავსტრალიის სანაპიროს ზოგიერთ ნაწილში გვხვდება. მათ შარკის ყურეში ნიმუშები აიღეს და 18 000 გენეტიკური მარკერი შეისწავლეს, რათა ყოველი ნიმუშის “თითის ანაბეჭდი“ შეექმნათ.

მათ უნდოდათ გაერკვიათ, რამდენი მცენარისგან შედგებოდა წყალქვეშა მდელო. ანალიზის შედეგებმა კი მათი გაოგნება გამოიწვია – აღმოჩნდა, რომ უზარმაზარი მდელო ერთადერთი მცენარისგან არის ფორმირებული.

“როგორც გაირკვა, ერთადერთი მცენარე შარკის ყურეში 180 კმ–ის სიგრძეზე გაიზარდა, რაც მას დედამიწაზე დღემდე ჩვენთვის ცნობილი ყველაზე დიდი მცენარის სტატუსს ანიჭებს. “– ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ჯეინ ეჯლოუ.

მცენარე გამორჩეულია მისი ამტანობით, რადგან მთელი ყურეს არის მოდებული, რომლის სხვადასხვა ადგილზე სრულიად განსხვავებული ბუნებრივი პირობებია. მეცნიერების თქმით, როგორც ჩანს ის ძალიან გამძლეა, რადგან უძლებს ტემპერატურების და მარილიანობის ფართო დიაპაზონს, ექსტერმალურად კაშკაშა განათებას, რაც როგორც წესი, დიდ სტრესს იწვევს მცენარეთა უმრავლესობაში.

მცენარის ეს სახეობა როგორც წესი გაზონებში გვხვდება და წელიწადში დაახლოებით 35 სანტიმეტრის სიჩქარით იზრდება. მკვლევარების შეფასებით მცენარეს დღევანდელ ზომებამდე გასაზრდელად დაახლოებით 4500 წელი დასჭირდებოდა.