აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაციის სტაბილიზაციისთვის აუცილებელ ზომებს ვიღებთ–რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

მოსკოვი მჭიდრო კავშირშია ბაქოსთან და ერევანთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაციის უსწრაფესი სტაბილიზაციისთვის აუცილებელ ზომებს ღებულობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა.

„ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვიმყოფებით ბაქოსთან და ერევანთან. ვღებულობთ აუცილებელ ზომებს, რათა ხელი შევუწყოთ სიტუაციის სწრაფ სტაბილიზაციას”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება სამშაბათს დაიძაბა. სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ჯერმუკი, გორისი და კაპანი დაბომბეს და მათ აზერბაიჯანის „მასშტაბურ პროვოკაციას“ უპასუხეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა „მასშტაბური პროვოკაცია“ მოაწყო, რომლის დროსაც ტერიტორიის ნაწილი დანაღმა და აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.

საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან, 100-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.