აზოვსტალიდან აზოვის პოლკის 959 მებრძოლი ჩაბარდა – რუსეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 16 მაისიდან დღემდე აზოვსტალში მყოფი აზოვის პოლკის 959 მებრძოლი ჩაბარდა.

მათი ცნობით, ჩაბარებულთა შორის იყო 80 დაჭრილი, საიდანაც 51-ს ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდებოდა. ისინი ოკუპირებული ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინული მხარე ამას მარიუპოლის გარნიზონის გადარჩენის ოპერაციას უწოდებს და აცხადებს, რომ მებრძოლებს რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლიან. საავადმყოფოში მოთავსებული სამხედროების გაცვლა მათი მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ განხორციელდება.

პარალელურად, რუსეთის დუმას სურს, აზოვის პოლკის მებრძოლების რუს ჯარისკაცებში გაცვლა აკრძალოს.