”აზოვსტალის” ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია – უკრაინა

ალყაშემორტყმულ, მარიუპოლიში მდებარე ”აზოვსტალის” ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.

“პრეზიდენტის ბრძანება შესრულდა. აზოვსტალიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულდა”. – წერს ვერეშჩუკი.