“აზოვსტალის” ქარხანაში ხანძარია – მედია

უკრაინის ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში არსებულ “აზოვსტალის” ქარხანაში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა უკრაინულ მედიებზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით ხანძარი დაბომბვის შედეგად გაჩნდა.

Українська правда იუწყება, რომ ”აზოვის” ბატალიონის მებრძოლები ცოცხლები არიან, თუმცა ქარხანა ამ დრომდე იბომბება.