“კომენდანტის რეჟიმში ვცხოვრობთ. აი, დღეს რომ გავიდეს ვიღაც ადამიანი გარეთ და დააჯარიმოს პოლიციამ, მაგასაც ჩამოაწერენ ბატონი ღარიბაშვილი და ნაციონალური მოძრაობა? იმიტომ რომ კონკურსია ჯარიმების ჩამოწერაში. ვერც წარმომიდგენია, ეს ინიციატივა მთავრობის მხრიდან კომენდანტის საათის პარალელურად იდებოდეს. იქნებ ახლა მაინც მიხვდეს ვინმე, რომ კომენდანტის საათი მოხსნან არა პირველში, არამედ დღეს”

ამბობს პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ჯარიმების გაუქმების შესახებ.