“აი, ძალიან კარგია” – ღარიბაშვილი ”იმედის” მიერ წინასაარჩევნო რეკლამის დაბლოკვაზე

“აი, ძალიან კარგია”- ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია “იმედის” გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ტელევზიციამ “ევროპულ საქართველოს” წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა. ტელეკომპანია უარის მიზეზად რეკლამაში არსებულ სიძულვილის ენას ასახელებს.

უსმინეთ მათ, მათ ტელევიზიას და პოლიტიკოსებს, გვაბრალებენ ყველაფერს, რასაც თვითონ სჩადიან. ჩადიოდნენ, როგორც ფიზიკურად, ასევე ვერბალურად. ძალადობა, ზიზღი და აგრესია მათგან მომდინარეობს. ამის ნათელი მაგალითია “მთავარი არხი” და მისი სატელიტი ტელეკომპანიები, რომლებიც პირდაპირ ეწევიან სიძულვილის პროპაგანდას და კამპანიას…. მანამ სანამ, ნაცმოძრაობა, სააკაშვილი და მისი სატელიტები იქნებიან პოლიტიკაში, ვივარაუდებ, რომ ეს სიძულვილის კამპანია გაგრძელდება მათი მხრიდან, თქვა ღარიბაშვილმა.

ტელეკომპანია უარის მიზეზად რეკლამაში არსებულ სიძულვილის ენას ასახელებს.

“პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც იმედის ეთერში გასვლისთვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის ევროპული საქართველო. არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს ევროპულ საქართველოს”.  – ნათქვამია “იმედის” განცხადებაში.