აკვიატებული ჰქონდა, უნდა მოვკლა ეს ბავშვიო – გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედა

გურჯაანში გარდაცვლილი 8 თვის ჩვილის დედა შემთხვევის დეტალებს ყვება. მისი თქმით, მის მეუღლეს აკვიატებული ჰქონდა, რო

“აკვიატებული ჰქონდა, სულ ერთია, უნდა მოვკლა ეს ბავშვიო, ან ფეჩს შევუკეთებო, ან კიდე მოვკლავ მე ამ ბავშვსო. რომ მესროლა ფეჩი, მე ზურგი მივუშვირე, ჩახუტებული მყავდა ბავშვი. ცოცხალი იყო მაგ დროს, სუნთქავდა.

თმებში რომ მწვდა ჩემი მეუღლე, წავიქეცი, მე ვუთხარი, ბავშვი უნდა მომიკლა-მეთქი?! და როგორც მე გამამწარესო, ისე თქვენ გამწარდებითო.

ცდილობდა, რომ ხელიდან გამოეგლიჯა და ან გადაეგდო, ან გამოესალმებინა სიცოცხლე. დავაწვინე საწოლზე, მერე რომ დავადე ყური, მივხვდი, რომ ცოცხალი აღარ იყო”,– ამბობს გარდაცვლილის დედა მთავარ არხთან საუბრისას.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ჯერ არ წარდგენია და ის დუმილის უფლებას იყენებს.