ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციას გამართავს

დღეს, 18:00 საათზე, პოლიტიკური გუნდის “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები ” პრეზენტაცია გაიმართება. ელისაშვილი ამომრჩეველს გუნდს გააცნობს, რომელთან ერთადაც 2020 წლის არჩევნებზე იბრძოლებს და ასევე გააჟღერებს გადაწყვეტილებას საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად დადგომის თაობაზე.

“გუნდის პრეზენტაცია გვექნება საბურთალოზე, იმ ეზოში, სადაც გავიზარდე. საგანგებოდ და სპეციალურად ვთქვით უარი გადაპრანჭულ სივრცეებზე. პირადად მე უფრო მეტი პასუხისმგებლობით განმაწყობს ის სივრცე, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც უმრავი ადამიანი მიცნობს. მინდა, თვალებში ვუყურებდე იმ ხალხს, რომლებმაც ჩემ შესახებ ყველაფერი იციან და მათ ჩავაბარო, აქამდე ჩემ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, გავაცნო ჩვენი პარტიის გეგმებიც. ასევე, ხვალ გამოვაცხადებ, რა გადაწყვეტილება მივიღე საბურთალოსთან დაკავშირებით, დავდგები თუ არა მაჟორიტარ კანდიდატად “, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.