ალტ-ინფო ანანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმას აორგანიზებს

ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური და ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფო”  ”აიისას” დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმას აორგანიზებს. ისინი, ტელეგრამზე, ანანია გაჩეჩილაძის ადგილმდებარეობას ავრცელებენ და მოწოდებას ავრცელებენ:  “ბათუმელები ვინც ხართ, თქვენ იცით”.

“აიისას” დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე აპირებს, რომ მის მიმართ მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოს.

“ეს სქრინები მე ვნახე ზუსტად მაშინ, როცა წერდნენ, პარალელურ რეჟიმში ვნახულობდი, მაგრამ არ შემშინებია, იმიტომ რომ ეს ადამიანები დიდი ხანია გამოირჩევიან მუქარით და ბოლო 10 წლიანი წახალისებული ძალადობის შედეგია, განსაკუთრებით 5-6 ივლისისი კატასტროფული ძალადობების შემდეგ.

გავასაჯაროე კიდეც ეს სქრინები, რადგან უშუალოდ ჩემგან მიუვიდეთ პასუხი, თუ რას ვფიქრობ ამ ძალადობრივ ჩატზე და შსს-ს ძალადობა, მართალია ერთ თამაშს თამაშობენ ხოლმე, მაგრამ პროცედურულად მაინც სავალდებულო მგონია, ამიტომ უახლოეს საათებში მივმართავ აუცილებლად”,-წერს ანანია გაჩეჩილაძე.

”ალტ-ინფოს ფეიჯს დავთაგავდი მაგრამ აღარ აქვთ:)) ესაა 5-6 ივლისის ძალადობის გაგრძელება და მანამდე დაწყებული 10 წლიანი ჯოჯოხეთის შედეგი.
სადმე არ შემხვდეთ მართლა, ლომი ვარ და ტურების ღრენის არ მეშინია:)))))))
2013 წლის 17 მაისის პერიოდის ფოტო რომ მოუძებნია, კი, 17 წლის არასრულწოვანი ვიყავი მაშინ და კი, ცისარტყელას გულსაკიდი მეკეთა.” – წერს ანანია გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში.