ამბიციებით და ხიბლის ცოდვით არიან შეპყრობილები – ვოლსკი ოპოზიციაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიცია “ხიბლის ცოდვით” არის შეპყრობილი. ვოლსკის აზრით, მათი კოალიციური მთავრობა დაუშვებელია.

“ამ პოლიტიკურ სუბიექტებთან არათუ კოალიციის შექმნა შეიძლება, არამედ მათი ერთობლივი კოალიციაც დაუშვებელია, იმ შემთხვევაში თუკი, ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, ქართული ოცნება არ იქნება პოლიტიკურ ველზე. ეს ადამიანები ამბიციებით და ხიბლის ცოდვით არიან შეპყრობილები”, — განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს 10-მა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით ქართულ ოცნებასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.