ამდენი ადამიანია დაჭერილი, დიდი ამნისტია შედგეს – მეუფე იაკობი

“ამდენი ადამიანია დაჭერილი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ ამნისტია შედგეს, ცოტა დიდი ამნისტია”- – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ არასწორია, კონკრეტულ პირებზე საუბარი, რომ უდანაშაულოა, არამედ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, მართომასშტაბიანი ამნისტია.

„ისედაც ვიცი აზერბაიჯანელების განწყობა, ეს რომ არ ყოფილიყო, ძაბავენ ტყუილად სიტუაციას, მოვა დრო ორივე მხარე დაჯდება და ორივე მხარისთვის დადებითად გადაწყდება, ქართველებიც გაიხარებენ და აზერბაიჯანელებიც. ტყუილად ძაბავენ სიტუაციას, თორე აზერბაიჯანის მხარე განაცხადებდა, არ გაუჭირდებოდა ამის თქმა. ის, რომ დაჭერილი ადამიანები სიმპათიის მიხედვით დაასახელო, არ არის დამნაშავე…მოდით რა ამდენი ადამიანია დაჭერილი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ ამნისტია შედგეს, ცოტა დიდი ამნისტია, გამოვიდნენ და ოჯახები გაახარონ, თითოეულ კაცს რომ დასდევენ რომ პოლიტიკური სარჩული მოუდონ, ეს ძალიან ცუდია. ჩვენ არავის მხარეს არ ვიჭერთ, ბევრჯერ გავაფრთხილე უკვე რომ თავი დაგვანებონ, ნუ გვაიძულებენ, რომ მართლა მხარე დავიჭიროთ, თორემ გადახედონ, მხარეს როცა ვიჭერდით, ვინც დღეს ლაპარაკობს იმათთვის სასიკეთოდ არ მთავრდებოდა. ჩვენ არ გვინდა, არაფერში ვერევით დღეს, ყველა მხარე ჩვენია, საქართველოს შვილია, რასაც ხალხი გადაწყვეტს ისე იყოს, ჩვენ ნუ გვაიძულებენ, რომ რაიმე ნაბიჯი გადავდგათ, არ ვაპირებთ, მაგრამ თუ ძალიან ასეთი არასწორი ქმედებები გააგრძელეს ტელევიზიებში შეტევა ეკლესიაში, ისინი ღმერთს ებრძვიან, ჩვენ კი არა, რა უნდა დაგვაკლონ, არავის აქვს იმაზე მეტი გაკეთებული, რასაც ეკლესია უკეთებს ქვეყანას,“- განაცხადა მეუფე იაკობმა.