ამდენი სირაქლემა თუ იყო საქართველოში, მართლა არ მეგონა – გიორგი ფხაკაძე ანტივაქსერებზე

“ამდენი სირაქლემა თუ იყო საქართველოში, მართლა არ მეგონა”- ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მორიგ კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს და მიმართავს ანტივაქსერებს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩართვასა და ქვეყნის გადარჩენაზე კვლავ უარს ამბობენ. ფხაკაძე ასეთ ადამიანებს სირაქლემას პოზაში მყოფებს უწოდებს.

„ჯოგური იმუნიტეტის „ექსპერტებო“, წაიკითხეთ, მაგრამ აზრი?! მაინც ვერ მიხვდებით. 2020 წელი იყო რთული, 2021 წელი იქნება დამანგრეველი. 2022 წელი … რას აპირებთ?! ეს ვერაგი გასაჩერებელია, ამდენი სირაქლემა თუ იყო საქართველოში, მართლა არ მეგონა. ყველა უაზრო კომენტარი = სირაქლემა/ბლოკი. დავიღალე ამდენი მავნებელი, გამყიდველი და ბოროტი ადამიანებით“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

რას ნიშნავს ჯოგური იმუნიტეტი? 

ჯოგური იმუნიტეტი, განსხვავებით სხვა სიტყვათშეთანხმებებისგან, სადაც „ჯოგური“ ფიგურირებს, დადებითი რამაა. ის გულისხმობს ინფექციური დაავადებებისგან ირიბი დაცვის სტრატეგიას – როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს იმუნიტეტი, ინფექციის გავრცელების ჯაჭვი ირღვევა და, შესაბამისად, დაავადების გავრცელებაც ჩერდება. იმუნიტეტი კი ჩნდება ან ვაქცინაციით, ანკი გამოჯანმრთელებით.