გარდაიცვალა ამერიკაში მცხოვრები ქართველი პიანისტი, რომელიც გარდაცვლილი შვილის პიტბულმა დაგლიჯა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი და პიანისტი მარინა გაბუნია, რომელიც წლებია ჯულიარდის სკოლაში ასწავლიდა, ტრაგიკულად გარდაიცვალა. ორი კვირის წინ მას შვილი დაეღუპა ავარიაში, რის შემდეგაც მის ძაღლს უვლიდა.  პიტბულმა მარინა გაბუნია დაგლიჯა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ლონგ–აილენდში მცხოვრები ქალის დასახიჩრებული ცხედარი მისი სახლის უკანა ეზოში იპოვნეს მას შემდეგ, რაც მას მას თავს დაესხა ძაღლი, რომელიც მის შვილს ეკუთვნოდა. შვილიშვილი ორი კვირის წინ საგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

ქალის ქმარი სამსახურიდან 13 საათზე დაბრუნდა და ცოლის დასახიჩრებული ცხედარი უკანა ეზოში იპოვნა, ძაღლი კი მის სხეულს კვლავ გლეჯდა. კაცმა პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მოსულმა პოლიციამ ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მას შემდეგ, რაც ის პოლიციელსაც დაესხა თავს. პოლიციელების თქმით ოფიცერი საავადმყოფოში ტრავმებით გადაიყვანეს.

პოლიცია ნანახს აღწერს, როგორც “შემაძრწუნებელს“.

მათი ინფორმაციით 7 წლის პიტბული ქალის შვილს ეკუთვნოდა, რომელიც ორი კვირის წინ მოტოციკლით ავარიაში დაიღუპა. ის და ძაღლი მშობლების სახლში ცხოვრობდნენ. ბიჭის სიკვდილის შემდეგ კი ძაღლს მშობლები უვლიდნენ.