ამერიკელებმა 2022 წლის საუკეთესო მანქანები დაასახელეს

გამოცხადდა North American Car, Truck, and Utility Vehicle of the Year( ჩრდილოეთ ამერიკის ავტომობილების, პიკაპებისა და კროსოვერების) –ის და წლის საუკეთესო ავტომობილების კონკურსის ფინალისტები. გამარჯვებისთვის ცხრა მოდელი იბრძოლებს. ამის შესახებ დაჯილდოების ვებგვერდი იტყობინება.

9 ფინალისტი 47 პრეტენდენტი მოდელიდან შეირჩა. ჟიურიმ შეაფასა მათი დიზაინი, დინამიური მახასიათებლები, მართვა, უსაფრთხოება, ტექნოლოგია, პრაქტიკულობა და ფასი. კონკურსის გამარჯვებულები  11 იანვარს, ქალაქ დეტროიტში გამოვლინდებიან

ავტორუბრიკას წარმოგიდგენთ სოკარი

აღსანიშნავია, რომ 9 ფინალისტიდან 6 ელექტრომობილია. ტრადიციულად, გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოვლინდებიან. საუკეთესო სამგზავრო მანქანის ტიტულის პრეტენდენტები არიან Acura Integra, Genesis G80 Electrified და Nissan Z.

კროსოვერის სეგმენტის ფინალისტები არიან: Cadillac Lyriq, Genesis GV60 და Kia EV6. პიკაპის კატეგორიაში ჯილდოსთვის Chevrolet Silverado ZR2, Ford F-150 Lightning და Lordstown Endurance იბრძვიან.

კონკურსი  1989 წლიდან იმართება. გამარჯვებულებს ჟიური არჩევს, რომელიც შედგება 60 ავტოჟურნალისტისგან აშშ-დან და კანადიდან. გასულ წელს გაიმარჯვეს მოდელებმა: Honda Civic-მა , Ford Bronco-მ და Maverick-მა.