ამერიკული ფეხბურთის ლეგენედამ, ჯო მონტანამ შვილიშვილი გამტაცებლისგან დაიხსნა

აშშ–ს ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ლეგენდამ, ჯო მონტანამ და მისმა ცოლმა ჯენიფერმა შაბათს საღამოს მათი შვილიშვილის გატაცების მცდელობა აღკვეთეს.

ბოროტმოქმედი მალიბუში მდებარე მათ სახლში შეიპარა და მანეჟიდან ცხრა თვის მძინარე გოგონა ამოიყვანა.

ცოლ–ქმარმა დროულად შენიშნა გამტაცებელი და თავიდან მშვიდად მოთხოვეს ბავშვი მათთვის გადაეცა. შემდეგ კი როგორც ლოს ანჯელესის ოლქის შერიფის ინფორაციაშია ნათქვამი “მცირე შეხლა–შემოხლის შემდეგ გოგონა უვნებლად აღმოჩნდა ბებიის ხელში“.

გამტაცებელი გაიქცა, თუმცა ის პოლიციამ მალევე დააკავა.

“საშიში სიტუაცია იყო, მაგრამ საბედნიეროდ ყველა კარგად ვართ. მადლობა რომ პატივს სცემთ ჩვენს პრივატულობას ასეთ დროს.“– დაწერა ჯოზეფ მონტანამ ტვიტერზე.

ქალს  სახელად სოდსაი დელზელს საცხოვრებელ სახლში უკანონო შეჭრასა და ადამიანის გატაცების მცდელობაში ედება ბრალი. მის შესახებ სხვა დეტალები არ ხმაურდება.

64 წლის მონტანას პოპულარობის პიკი 1980–იან წლებში იყო, როცა მან სან ფრანცისკოს ფორტი ნაიერსის გუნდთან ერთად ოთხჯერ მოიპოვა აშშ–ს თასი.

ის  ყველა დროის ერთ–ერთ საუკეთესო ფორვარდერ გამთამაშებლად ითვლება.

ამერიკული ფეხბურთი ევროპულისგან არსებითად განსხვავდება და ის აშშ–ში ძალიან პოპულარულია, თუმცა მის ფარგლებს გარეთ ნაკლებად არის ცნობილი. ფეხბურთელებს დიდი ფიზიკური ძალა ესაჭიროებათ, რადგან თამაშის წესები მათ სირბილისას ერთმანეთთან შეჯახების უფლებასაც აძლევს.