“ამინდის პროგნოზი იტყობინება, რომ ყირიმში მალე ძალიან დაცხება“– უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელშიც მიანიშნებს, რომ მალე ყირიმში სიურპრიზები იქნება.

“ამინდის პროგნოზი იტყობინება, რომ ყირიმში მალე ძალიან დაცხება. დროა რუსი დამპყრობლები გაცურვისთვის მოემზადონ. დიდი ძალა ჭირდება სოჭამდე ან ეისკამდე გაცურვას. სხვათა შორის, გინესის რეკორდების წიგნში მალე შეიძლება ღია ზღვაში ყველაზე ხანგრძლივი ცურვის ახალი რეკორდი შეიძლება მოხვდეს.“– წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

უკრაინული მედია ამ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად წერს, რომ უკრაინამ დასავლეთიდან ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა Harpoon–ები მიიღო საავტომობილო პლატფორმაზე. ეს ინფორმაცია პენტაგონზე დაყრდნობით ვრცელდება. ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით ამ რაკეტების საოპერაციო მანძილი 140–დან 315 კილომეტრამდეა, მოდიფიკაციიდან გამომდინარე.