ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს – მედია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას “ფორმულა” და “მთავარი” ავრცელებენ.

ტელევიზიების ცნობით.  დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განცხადების გაკეთებას ორშაბათს გეგმავს. თავად გამყრელიძე ზარებს არ პასუხობს, ჯანდაცვის სამინისტროში კი უწყების ხელმძღვანელის გადადგომის ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებენ.

ფორმულას ერთდროულად რამდენიმე წყარო უყვება ირაკლი ღარიბაშვილსა და გამყრელიძეს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ. ერთ დროს კოვიდთან მებძროლი ერთ-წერთი წამყვანი პირი ბოლოს პრემიერისგან მომატებული კოვიდ რეგულაციის ფონზე შეზღუდვების დაწესებასაც ითხოვდა, მაგრამ მთავრობა ამ საკითხს არ დაეთანხმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კი ამბობს, რომ გამყრელიძე აგრძელებს მუშაობას.