ამირან გამყრელიძე ხვალ ჩინური ვაქცინა “სინოფარმით“ აიცრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე  4 მაისს ჩინური ვაქცინა სინოფარმით აიცრება. ვაქცინაცია ამ პრეპარატით საქართველოში 4 მაისიდან იწყება და გამყრელიძე ერთ–ერთი პირველი იქნება, ვინც ამ ვაქცინას მიიღებს. ის ვაქცინას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთებს. ამ დროისთვის საქართველოში შემოტანილია სინოფარმის 100 000 დოზა, რომელიც 4 კვირიანი შუალედით 50 000  ადამიანს გაუკეთდება.

სინოფარმს ამ დრომდე არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია. გადაწყვეტილილებას სავარაუდოდ ჯანმო კვირის ბოლოს მიიღებს. ამ დოროისთვის კი გამოქვეყნებულია  ჯანმოს ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფის რეკომენდაციები, რომლითაც ის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს მიმართავს. გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია.