ამომრჩევლები მოდიან და ლამის გვაჯანჯღარებენ, შედით პარლამენტშიო – ელისაშვილი

“ამომრჩევლები მოდიან და ლამის გვაჯანჯღარებენ, შედით პარლამენტშიო “- ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა.

“ჩვენთან ოფისში არის რიგი, ხალხი მოდის, სუს-ის გამოგზავნილი ვიღაცები კი არა ან ოცნების შტაბის, ჩემი ალალი ამომრჩევლები და მხარდამჭერები რომ არიან და ლამის გვაჯანჯღარებენ მე და ლევან იოსელიანს, რომ შედით პარლამენტშიო. გვეჩხუბებიან, რომ რა დროს ესაა, რატომ ხართ იმათ აყოლილებიო.”-