ამხელა ქალაქის მერი ვარ – კალაძის პასუხი კითხვაზე თუ რატომ არ ჩაანაცვლა ივანიშვილი

“ამხელა ქალაქის მერი ვარ”- ასე პასუხობს,  თბილისის მერი, კახა კალაძე კითხვას თუ რატომ არ წარადგინეს მისი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე. ამის შესახებ მან გადაცემა დღის Newsroom-ში ისაუბრა.

“ვარ ამხელა ქალაქის მერი. ქალაქის, სადაც ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც 30 წლის განმავლობაში გროვდებოდა. არის სერიოზული გამოწვევები და რა თქმა უნდა, 24-საათიან რეჟიმში მოგვიწევს წელსაც მუშაობა, მომდევნო წლების განმავლობაშიც, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, იგივე მიზეზის გამო არ წარადგინეს ქვეყნის პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიაც.