“ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი მოვკალით” – რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შეზღუდვებზე

“ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი მოვკალით”  – რესტორატორთა ასოციაციის თავჯდომარე შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ვეღარ გაუძლებს.

“ამ გადაწყვეტილებით დღეს ჩვენ ბიზნესი მოვკალით. ეს არ არის დაპაუზება და რაღაცის გახანგრძლივება, ამ მუხრუჭს ბიზნესი ვეღარ გაუძლებს, ვერ იარსებებს.არასდროს არ გვქონია საუბარი გაიხსნებოდა თუ არა, საუბარი ყოველთვის იყო როგორ გაიხსნებოდა და ამ ეპიდემიოლოგების უპასუხისმგებლო ქცევები ქვეყანას იქამდე მიიყვანს, რომ ვერც ერთი ბიზნესი ამ ვითარებაში ვერ გადარჩება”,-ამბობს შოთა ბურჯანაძე.