ამ გოგოს დედა რომ ვიყო გიჩივლებდით! ” – ნანუკა ჟორჟოლიანი “რეზონანსს” აკრიტიკებს

“ამ გოგოს დედა რომ ვიყო გიჩივლებდით! ” – ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და  “რეზონანსზე” გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, სადაც  22 წლის გოგონაზეა საუბარი, რომლის დაბადების დღის წვეულებაზეც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდა.

“მე, რომ ამ გოგოს დედა ვიყო გიჩივლებდით! ამ ქვეყანაში თუ ვერაფერს მოვახერხებდი და დიდი ალბათობით ასე იქნებოდა, იმიტომ რომ სახელისუფლებო მედიის მესიჯბოქსია ეს და ფაქტია, რაღაც დიდი ქაქიდან, რომელიც მათ ააქოთებთ ყურადღება სხვაგან გადააქვთ, წავიდოდი სტრასბურგში! ყველა რედაქტორის და ჟურნალისტის ფოტოს დავაწერდი რომ #სირცხვილია და სიცოცხლის ბოლომდე შეგახსენებდით, რომ ყველაზე არასწორი ხალხი ხართ! ამ ბავშვს სიცოცხლეს უნგრევთ! იმიტომ რომ სხვა, მნიშვნელოვან ფაქტებს ხელი დააფაროთ, ფაქტიურად მეგობრის მკვლელობის ორგანიზებას ტენით! ასეთ დროს მხოლოდ იმას გისურვებთ რომ იგივე დარტყმის ქვეშ აუცილებლად დადგეს თითოეული თქვენგანი!”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ვინ არის ანი გაბეჩავა და რატომ შეკრიბა წვეულებაზე უცხო პირები, რასაც დიდი ჩხუბი და შაქარაშვილის დაღუპვა მოჰყვა “- ამ სათაურით “რეზონანსმა” გამოაქვეყნა სტატია. სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს  რომლშიც წერია, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება სწორედ წვეულების ორგანიზატორის ბრალია. საზოგადოების დიდ  ნაწილს კი მიაჩნია, რომ წვეულების ორგანიზატორი არაფერ შუაშია და მსგავსი ტიპის სტატიები და გამოხმაურებები ფსიქოლოგიურად დიდ ზიანს მიაყენებს 22 წლის გოგონას და შეიძლება ამან მისი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს.