ამ დროისთვის საქართველოში 2 905 საწოლია თავისუფალი – თამარ გაბუნია

“ამ დროისთვის საქართველოში 2 905 საწოლია თავისუფალი”- ჯანდაცვის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის საქართველოში 2 905 საწოლია თავისუფალი. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ამ დროისთვის, თავისუფალი არის 2 905 საწოლი, ეს საწოლები ნარჩუნდება მობილიზაციის მდგომარეობაში, ვიდრე ჩვენ არ გვექნება გარანტია, რომ შემთხვევების კლება არის სტაბილური და იმგვარი, რომ აღარ გამოიწვიოს ჰოსპიტალური სექტორის თავიდან გადატვირთვა”, – განაცხადა გაბუნიამ.

დღევანდელი დღის, მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 880 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 23.