ამ ეტაპზე არანაირ კოალიციებში მონაწილეობას არ ვაპირებთ – ვაშაძე

მესამე ძალა–სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კოალიციებში მონაწილეობის მიღებას მისი პარტია არ აპირებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არჩევნების შედეგებს აანალიზებენ.

“არავისთან კონსულტაცია არ გვქონია, ვაფასებთ ჩვენს საარჩევნო შედეგებს და ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მხარდამჭერები პოლიტიკური წნეხისგან. რაც შეეხება კოალიციებს, ჩვენ ამ ეტაპზე, არანაირ კოალიციებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ ჯერ კარგად უნდა გავაანალიზოთ ის შედეგები, რაც ამ არჩევნების შემდეგ დადგა”,– თქვა ვაშაძემ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებელმა პროპორციული ხმების 1.34% მიიღო, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატმა თამარ კეკენაძემ – 0.61%.