ამ ომზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ პუტინის რუსეთი – საბანაძე ხელისუფლებას

პარტია “საქართველოსთვის” წევრი, გახარიას მრჩეველი საგარეო საკითხებში, ნატალია საბანაძე ამბობს, რომ რუსეთის მიერ აგვისტოს ომის დაწყების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ იმ დროისთვის საქართველო NATO-ს “საგანგაშოდ” მიუახლოვდა. მისი აზრით, 2008 წელს ომი დასრულდა, თუმცა აგრესია ოკუპანტის ქვეყნის მიერ კვლავ გრძელდება.

საბანაძე TV პირველთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აუცილებელია საზოგადოებაში შეიქმნას კონსენსუსი, როგორ უნდა მივაღწიოთ დეოკუპაციას, თუმცა ხელისუფლების დღევანდელი განცხადებები ამ სულისკვეთებას არ იზიარებს.

“არ შეიძლება, ჩვენში ვეძებოთ დამნაშავე, დღევანდელი განცხადება ამაზე მიუთითებდა. პასუხისმგებელი ამ ომზე, იმაზე, რაც ხდება 13 წლის შემდეგ ომის დასრულებიდან, არის მხოლოდ ერთი რეჟიმი – პუტინის რუსეთი”,– ასე გამოეხმაურა ნატალია საბანაძემ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

ცნობისთვის, დღეს პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა კვლავ წინა ხელისუფლებას დააკისრა და ომს “ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია” უწოდა. ასევე, ქვეყნის წინააღმდეგ ღალატში დაადანაშაულა ნაციონალური მოძრაობა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.