ამ ცილისწამების მერე ჩათლახ პუტინისტებს დაგიძახებთ – ხვიჩია ალტ-ინფოს

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმიანება პუტინისტური, ძალადობრივი ჯგუფის წევრის, ზურა მახარაძის განცხადებას, რომლის თქმით, TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეეწირა “ნარკოპროპაგანდას”, რომელსაც პარლამენტში გირჩის დეპუტატები ეწვიან.

ხვიჩია ამ განცხადებას “უმსგავსო წილისწამებას” უწოდებს და წერს, რომ მათ ამიერიდან “ჩათლახ პუტინისტებს” დაუძახებს.

“მთელი ქვეყანა მკვლელობას გაბრალებდათ და არ ავყოლილვართ. ხელი არ წაგვცდენია, მკვლელობა დაგვებრალებინა თქვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვიცოდით თქვენი პრორუსობის ამბავი და მოგეხსენებათ, ამ დროს ცდუნებას ყველა ვერ უძლებს.

ამ უმსგავსო ცილისწამების მერე უბრალოდ პრორუსებს კი არ დაგიძახებთ, არამედ ჩათლახ პუტინისტებს. მიზეზი: პუტინისტები ისედაც ხართ და ჩათლახებს კიდე ამ ვიდეოს გამო დავამატებ”,– აცხადებს იაგო ხვიჩია.

ცნობისთვის, 5 ივლისს ჰომოფობიურმა, პრორუსულმა დაჯგუფებამ, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურა მახარაძეა, 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადა. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშაქარავასაც, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდება. ოპერაციის შემდეგ ის 11 ივლისს გარდაიცვალა.