ამ ხალხს ფეხზე კიდიათ ევროკავშირი – ზურა ჯაფარიძე ხელისუფლებაზე

“ამ ხალხს უკვე ფეხზე კიდიათ ევროკავშირი”-ეს განცხადება, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა რომელიც თითქმის 10 საათი გაგრძელდა. მოლაპარაკებების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდა.

”მოლაპარაკებების პროცესი არცერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები. მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს მთელი ამ დღეების განმავლობაში რომ დაედოთ რაიმე დოკუმენტი, რომელზეც ქართულო ოცნების მხრიდან იქნებოდა თანხმობა. მათი პრეტენზიები იყო ამოუწურავი და საბოლოო ჯამში მოხდა ის რაც მოხდა და დასრულდა ეს მოლაპარაკებები. არ მჯერა, რომ ქართულ ოცნებას, ამ ხალხს არ ესმის რას ნიშნავს ამხელა ყურადღება მთელი დასავლეთის ამ პროცესზე. არ ესმით რას ნიშნავს, რომ პროცესში ჩართული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და მან საკუთარ თავზე აიღო ეს პასუხიმგებლობა და საკუთარი და ევროკავშირის რეპუტაცია დადო სასწორის პინაზე. ერთადერთი ახსნა ამ ყველაფერს აქვს ის, რომ ამ ხალხს ფეხზე ჰკიდია ევროკავშირი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიც ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ყველაფრის.”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის,კრისტიან დანიელსონის მედიატორობით “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასურლდა.