“საერთოდ, ვიცით, რომ გაზაფხული და შემოდგომა არის ხოლმე [ოპოზიციის] იმედი, მაგრამ ეს იმედი არ იქნა და არ გაუმართლდათ. ალბათ ამ ზაფხულსაც ისევ დარჩებიან მწარედ იმედგაცრუებულები, ამის ყველა ნიშანი არსებობს. მათ აღარ აქვთ არავითარი რესურსი, არავითარი პოტენციალი იმისთვის, რომ ხალხს რაღაც უკეთესი შესთავაზონ. მეჩვენება, რომ ხალხიც დაიღალა მუდმივად იმის ანალიზით, დღეში რამდენჯერ ჩაიხედა პატიმარმა ყოფილმა პრეზიდენტმა სარკეში, რა აღმოაჩინა, რა გაიფიქრა, რა გააკეთა და ა.შ. უფრო შორს აღარ წავალ და როგორ უნდა გადააშენონ თუ ჩამოაგდონ ეს ხელისუფლება. ამ ხელისუფლებას შეცვლის მხოლოდ არჩევნები, ამ ხელისუფლებას შეცვლის მხოლოდ ამომრჩეველი და ეს შეიძლება დადგეს 2024 წელს, არა უადრეს. შესაბამისად, პოზიციისთვის შრომის, მუშაობის, დასერიოზულების დროა”

ამბობს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი “რადიო იმედის” ეთერში.