ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა – ეხო კავკაზა

ეხო კავკაზას ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადააყენა. დე ფაქტო პარლამენტში ამჟამად საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.

ბიბილოვმა ეს გადაწყვეტილება საპატიმროში 28 წლის ინალ ჯაბიევის გარდაიცვალების შემდეგ მიიღო. ის, სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორში ცემისას შემოაკვდათ.

ცხინვალის ცენტრში ათეულობით მოქალაქე შეიკრიბა და საპროტესტო აქცია მოაწყო.

როგორც გამოცემა წერს, აქციის მონაწილეებთან ანატოლი ბიბილოვიც იყო გასული, თუმცა ის მომიტინგეებმა შეძახილებით გააცილეს. შეკრებილები პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ანატოლი ბიბილოვმა სასწრაფო სხდომა გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან და განაცხადა, რომ საქმის გამოძიება “პირად კონტროლზე აყავს“, დე ფაქტო შს მინისტრი კი გამოძიების დასრულებამდე გადააყენეს.

გენერალურმა პროკურორმა უგუზმაგ ჯაგაევამ  სხდომაზე თქვა, რომ 28 აგვისტოს 14:21 საათზე “გენერალურ პროკურატურაში” შევიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს მოქალაქე ინალ ჯაბიევი, რომელიც უგონოდ იყო და სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით აღძრეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილს ცეცხლი 8 ივნისს გაუხსნეს. იგორ ნანიევი Niva-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.