ანაფილაქსიის განვითარება ვაქცინის უხარისხობას არ ნიშნავს – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

“ანაფილაქსიის განვითარება ვაქცინის უხარისხობას არ ნიშნავს” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტებას აკეთებს, თუ როგორი ტიპის რეაქციაა ანაფილაქსია.

„ანაფილაქსია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. ანაფილაქსიის პირველი სიმპტომებია მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სიფერმკრთალე, არტერიული წნევის ვარდნა. ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს.

ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.