“საქართველოში ბევრი ადამიანი არის პროდასავლურად განწყობილი თუმცა ვერ იაზრებენ რომ სინამდვილეში ეს პროდასავლურობა სწორედ ახლა წყდება და ეს ძალიან კარგად უნდა გავაგებინოთ არა მარტო გადაცემებში,  როგორც ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა არამედ უნდა გავაგეიბნინოთ  როგორც ადამიანებმა, ჩვენს მეზობლებს მეგობრებს ძმაკაცებს მშობლებს ბებია ბაბუებს რომ ეს არჩევანი გავაკეთეთ და მართლა გვინდა დასავლეთი. უნდა გვესმოდეს რომ მედია არის სინამდვილეში დასავლეთი. [..] დასავლეთს თუ რამე აინტერესებს ეს არის პირველრიგში სიტყვის თავისუფლება. კრიტიკაა მნიშვნელოვანი თორემ ქებას არავინ არასდროს არ დაგვიშლის დიქტატურა რომ იყოს, ქებას არავინ არ დაგიშლის მარტო დაგიშლიან ვინმეს კრიტიკას. [..] სადაც არ არსებობს სიტყვის თავისუფლება, იქ არ არსებობს კითხვის დასმა და ადამიანი ყველა სხვა ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ კითხვებს სვამს და ამ კითხვაზე პასუხს ვეძიებით თორემ ვიქნებოდით ჩვეულებრივი ცხვრები და ცხვრობა არ გვეკადრება. მესმის რომ ისეთ რეგიონში ვართ რომ სიტყვის თავისუფლება არ ყვავის კავკასიაში მაგრამ ამბიცია ხომ გვაქვს რომ გვქონდეს უკეთესი ქვეყანა. ახლა ხალხი გარბის მექსიკაში რომ იქიდან ამერიკაში გადაიპარონ. ან ყველამ კარგი ტუტირუალი ჩავწეროთ, როგორ გავიქცეთ ამერიკაში ან თუ აქ დარჩენას ვაპირებთ მაშინ ეს პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. სხვაგვარად ამ ქვეყანაში ცხოვრებას რა აზრი აქვს. ვინმეზე ეკონომიკურად მაგრები ვართ? ნავთობი გვაქვს? რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოში ყოფნა. ერთადერთი ის არის რომ სხვებისგან განსხვავებით სიტყვის თავისუფლება მაინც გვქონდა და ეს მაინც არ გვეშლებოდა. იმედს ვიტოვებ რომ ამას დავიცავთ რადგან სხვა აღარაფერი გვაქვს დასაცავი.

ამის შესახებ, პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ერთ-ერთმა წევრმა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა.