“ან მკვდარს გამომიტანთ გლდანის რაიონიდან, ან არჩევნებამდე აღიარებს ივანიშვილი მარცხს” – ნიკა მელია

“ან მკვდარს გამომიტანთ გლდანის რაიონიდან, ან არჩევნებამდე აღიარებს ივანიშვილი მარცხს”-ეს განცხადება, ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას გააკეთა.  როგორც ის აცხადებს,  2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს ერთადერთ გზა – ხმების მოპარვა დარჩა, რის შესაძლებლობასაც მელიას თქმით, ოპოზიცია მას არ მისცემს.

“მე პირადად ან მკვდარს გამომიტანთ გლდანის რაიონიდან, ან ქართული ოცნების არცერთ აქტივისტს, პოლიციის უფროსს, თუ პროკურორს, არ მივცემ იმის შესაძლებლობას, რომ არჩევნები გააყალბოს.

გლდანის რაიონში, მთელი ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერით დამაჯერებლად მოვიგებ პირველივე ტურში და ერთდერთი შანსი ბიძინა ივანიშვილის დარჩენილი აქვს- უნდა მოიპაროს და ამას ნამდვილად არ დავუშვებ. საკუთარი სიცოცხლის ფასადაც დავიცავ ნებისმიერ ადამიანს და ნებისმიერ ხმას და ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ. იგივეს გააკეთებს ყველა ოპოზიციური კანდიდატი…არჩევნებამდე აღიარებს ბიძინა ივანიშვილი მარცხს”- განაცხადა მელიამ.