აპოლიტიკური პიროვნება ვარ, მიწვეული ვიყავი, როგორც მხარდამჭერი – ამირან გამყრელიძე “ოცნების” კანდიდატების წარდგენაზე

მე პოლიტიკურ სიმპატიებზე არ ვისაუბრებ, აპოლიტიკური პიროვნება ვარ და წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას; დღეს მიწვეული ვიყავი როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების შეკითხვას უკავშირდებოდა თუ არა „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე ყოფნა მის პოლიტიკურ სიმპატიებს.

,,დღეს წარმოვადგენ სახელწიფოს, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუციას – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა Covid 19-თან ბრძოლაში და ამ ინფექციის შეკავებაში ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მე იქ მიწვეული ვიყავი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.