“ძალიან დიდი პატივისცემით კუბილიუსის მიმართ, მაგრამ მან შეიძლება არ იცოდეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და არც მოეთხოვება. ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ რაც გვმართებს ყველაზე მეტად, ეს არის ჩვენი კონსტიტუციის ერთგულება, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. მე ვფიქრობ, ამ ფონზე ცოტა არაკორექტულია ასეთი შეფასება. თუ გაეცნობა ბატონი კუბილიუსი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ნახავს ამ არგუმენტს და მერე მაინც იმავეს იტყვის, ეს, ჩემი აზრით, უხერხული იქნება. მე ასე არ მგონია – მგონია, რომ ნახავს კონსტიტუციას, სხვა მოსაზრება გაუჩნდება აუცილებლად”

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პალიტრანიუსის ეთერში. ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნება” 43%-ს ვერ დააგროვებს, ევროკავშირი მოახდენს ზეწოლას, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.