არანაირი დიპლომატების მოსმენა საქართველოში არ ხორციელდება – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უარყოფს, რომ სუს-ი უსმენს დიპლომატებს.

მისი თქმით, ხალხს შეუძლია, ქართულ ოცნებას მოუსმინოს.

“დღემდე ვერცერთი საინტერესო ინფორმაცია ვერ მოვისმინეთ. შეუძლიათ გააგრძელონ ერთობლივად გვარამიამ, მელაძემ, გახარიამ, ხოჯევანიშვილმა. ჯერჯერობით ვერცერთი საინტერესო ინფორმაცია მათ ვერ გამოაგდეს. თუ ვინმეს უსმენდნენ ისინი წარსულში, შეუძლიათ თავისთვის შეინახონ.

არანაირი დიპლომატების მოსმენა საქართველოში არ ხორციელდება. მომავალში რას გამოაგდებენ მელაძე, გვარამია, გახარია და ხოჯევანიშვილი ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. რაც მეტს მოუსმენს ხალხი ქართულ ოცნებას, მით უკეთესი. ქართული ოცნება ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგვისმინოს”,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სავარაუდოდ სუს-დან გავრცელებული ფაილებიდან ირკვევა, რომ სუს-ი უსმენს პარტნიორი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს.