არანაირი საფუძველი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტისთვის არ არსებობს – ბადრი ჯაფარიძე

“არანაირი საფუძველი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტისთვის არ არსებობს”- აცხადებს,პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.

“ჩვენ გუშინ მოსამართლემ გაგვამართლა ფულის გათეთრების ბრალდებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მიმდინარეობდა სამი წლის განმავლობაში ჩვენი დევნა. ითქვა ახალი ბრალდება, რომელიც არის ხანდაზმული. მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტისთვის არ არსებობს. თუ იქნება მცდელობა მანდატის, ანუ ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტის, ეს იქნება შეფასებული, როგორც პოლიტიკური დევნის დაწყების ახალი ტალღა, მაგრამ ამ მომენტისთვის მე რაიმე კატეგორიული განცხადება ქართული ოცნების მხრიდან არ მომისმენია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ საფუძველი უფლებამოსილების შეწყვეტის არ არსებობს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.