არანაირ თანამდებობებს არ გვთავაზობდა – ბობოხიძე სააკაშვილის განცხადებაზე

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ენმ–ს მისი პარტიისთვის არანაირი თანამდებობა არ შეუთავაზებია.

“არანაირ თანამდებობებს არ გვთავაზობდა და არც განხილულა, არც შეიძლება განხილული ყოფილიყო ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური და ბუნებრივია, ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, ვინ იქნება პრემიერი, ამას გადაწყვეტს კოალიცია”,– ამბობს ბობოხიძე რუსთავი 2–ის ეთერში.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ექსპერიზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ ენმ ევროპულ საქართველოს ერთიანი სიის დაკომპლექტებასა და პარლამენტის თავმჯდომარის მანდატს სთავაზობდა, თუმცა უარი მიიღეს.

ევროპული საქართველო უარყოფს, რომ მათსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.