არასდროს ყოფილა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ისეთი მაღალი, როგორც დღეს არის – მოსამართლე

“არასდროს ყოფილა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ისეთი მაღალი, როგორც დღეს არის”- აცხადებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, თეა ძიმისტარაშვილი.

“1999 წელს, როდესაც დაიწყო ზოგადად სასამართლო სისტემის რეფორმირება, ვიყავი სისტემაში. ბოლო წლებში, მაინც ხაზს ვუსვამ, განხორციელებულმა სასამართლო რეფორმებმა უდავოდ გააძლიერა სასამართლო ინსტიტუცია. სასამართლო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს არ ყოფილა დამოუკიდებლობის ხარისხი ისეთი მაღალი, როგორც დღეს არის”,-  განაცხადა ძიმისტაშვილმა.