არასწორი ინფორმაციის შედეგია, ლექსო 11 ივლის გარდაიცვალა – ზარქუა UNESCO-ზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი ზარქუას თქმით, UNESCO-ს მხრიდან ლექსო ლაშქარავას მოკლული ჟურნალისტების სიაში შეყვანა, არასწორი ინფორმაციის შედეგია.

”ამ ორგანიზაციას რაღაც არასწორი ინფორმაციები აქვს და ამ არასწორი ინფორმაციის შედეგი იყო ეს. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, არ ვიცი თქვენ რატომ გამოგრჩათ – 5 ივლისს კი არ გარდაცვლილა ბატონი ლაშქარავა, როგორც იქ წერია, არამედ 11 ივლისს. ესეც მიუთითებს, რომ შეცდომა არის და არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა.  არავის არ მისცეთ ინტერპრეტაციის საშუალება – ის, რაც მოხდა, იყო ტრაგედია, მიუღებელია ძალადობა, თუმცა გარდაცვალება რომ მიაწეროთ, ეს არასწორია.”- განაცხადა ზარქუამ.