“არა!” – ივანიშვილის პასუხი კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში

პირველმა არხმა ქართული ოცნების თავმჯდომარესთან ჩაწერილი ინტერვიუს ანონსი გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს.

“მაგასაც დაგისაბუთებთ, რატომ არ შეიძლება [პოლიტიკაში დაბრუნება]. ის, როდესაც მე პირველი წასვლის შემდგომ, სამწუხაროდ, აუცილებელი გახდა და მე დავბრუნდი და ეს კითხვებს ტოვებს. გასაგებია, თუმცა ამ კითხვებზე მე პასუხი გამაჩნია, რომ გუნდი იყო გამოუცდელი, ეკლექტური, ეს არის ერთი პარტიის გუნდი, პარტია არ იყო შემდგარი. მე შემოვბრუნდი და 2 წელიწადზე მეტია ამ მიმართულებით გუნდთან ერთად, მე ჩამს გამოცდილებას ვახმარდი და აბსოლუტურად განსხვავებულია გუნდია დღეს ქართული ოცნება. რაც შემეძლო გავაკეთე და ახლა რაღაზე მოვდივარ უკან, ესე იგი თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე და თუ სწორად ვერ გავაკეთე, უკან რაღატო უნდა გავიჩაქო?!”,– ამბობს ივანიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მეორედ მიდის. ამის შესახებ მან ფეისბუქში გამოქვეყნებულ საჯარო წერილში განაცხადა. მისი თქმით, ის პარტიას და მმართველ გუნდს ტოვებს.

ქართული ოცნების ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. პარტიამ ამ პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.