არა კაცო, რა დიქტატურა, უბრალოდ ახლა ტელევიზიის შტურმს გვანახებენ – ჯაფარიძე

“არა კაცო რა დიქტატურა, უბრალოდ ახლა ტელევიზიის შტურმს გვანახებენ”,– ასე ეხმიანება გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ტვ პირველთან დაკავშირებულ სასამართლოს შუამდგომლობას.

სასამართლომ პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, განჩინების მიხედვით, მათ შეუძლიათ “გამოიყენონ იძულების პროპორციული ზომა”.

ტელევიზიის დირექტორი ვატო წერეთელი პროკურატურას მოუწოდებ, არ გაბედონ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა.

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ პროკურატურის წარმომადგენლებს ტელევიზიაში არ შეუშვებენ.