არა ნამახვანჰესს -აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან

რესპუბლიკის მოედანზე, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია იგეგმება, მოქალაქეები იკრიბებიან. აქცია 14:00 საათზე დაიწყო.

ისინი ითხოვენ:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.