არა ნამოხვანჰესს – აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედანზე დარჩენას და კარვების გაშლას გეგმავენ

ფოტო : ჩემი ქალაქი მკლავს

არა ნამოხვანჰესს – აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედანზე დარჩენას და კარვების გაშლას გეგმავენ. ამის შესახებ, “რიონის ხეობის მცველების” ერთ-ერთა ორგანიზატორმა, ვალამ გოლეთიანმა, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ცოტახნის წინ,”რიონის ხეობის მცველებმა” ულტიმატუმი წაუყენეს ხელისუფლებას, ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებას,  24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ განაცხადეს რომ მოახდენენ დედაქალაქის სრულ პარალიზებას.

„24 მაისის 12:00 საათამდე ველოდებით პასუხს – ნების გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან, რომ სრულდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დავაყენეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძოლა იზრდება, ვითარდება, ჩვენი ერთობა იკრებს კიდევ უფრო დიდ ძალას და ჩვენი ეს მშვიდობიანი, სამართლიანი, არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს ხელისუფლებას. მას აღარ დარჩება სივრცე იმისა, რომ სხვაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა, რომ რომელიმე დესტრუქციულმა ძალამ აიძულა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ, რა არის ჩვენი მოთხოვნები და თუ არ გაითვალისწინებს ხელისუფლება, ნათელი იქნება, რომ პასუხისმგებლობას სწორედ ის იღებს ამ პროცესებზე“, – განაცხადა გოლეთიანმა.