“არა რუსულ კანონს!” “მონა”; “მოღალატე” – პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებს სტვენით ხვდებიან

“არა რუსულ კანონს!” “მონა”; “მოღალატე”  – ამ წუთებში ფიზიკური დაპირისპირებაა საქართველოს პარლამენტში სადაც კომიტეტის სხდომა იწყება “ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასული დეპუტატების მიერ  ინიცირებული “რუსული კანონის” განსახილველად.

პარლამენტში შესული ჟურნალისტები, მედია ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ.

ადგილზე არიან ოპოზიციონერი დეპუტატებიც, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც ბოიკოტს წყვეტენ და განხილვას დაესწრებიან.

“ხალხის ძალამ” განხილვაზე დასასწრებად კი საკუთარი მხარდამჭერები მიიყვანა.

აქცია იმართება პარლამენტის შენობასთანაც.