არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი კალანდარიშვილს, არ გვაქვს – ელისაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე

“არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი კალანდარიშვილს, არ გვაქვს”- ამის შესახებ „მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, დაუჭერენ მხარს თუ არა კალანდარიშვილს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე.

“ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, დავუჭერთ თუ არა მხარს კალანდარიშვილს. თუმცა, არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ცესკო მუშაობდა ორგანიზებულად და ეფექტურად არჩევნების დღეს, შესაბამისად, აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ კალანდარიშვილს?! არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს, თუმცა, დავუჭერთ თუ არა გადაწყვეტილი არ გვაქვს,”- განაცხადა ელისაშვილმა.