არის კასტა, ვისთვისაც ყველაფერი შეიძლება, ხალხისთვის – არაფერი – უგულავა მატჩზე დამსწრეებზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავას გუშინ ფეხბურთის მატჩზე ხალხის არშეშვებას და მასზე მთავრობის წევრების დასწრებას აფასებს. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ საზოგადოება მეორხარისხოვან მოქალაქეებად გამოაცხადა, როდესაც არსებობს “კასტა”, რომლისთვისაც ყველაფერი შეიძლება.

“სრულიად აღმაშფოთებელი რაც ვნახეთ, ადამიანურად ვიტყვი… ტეხავს როდესაც ადამიანებს პოლიტიკური მიზეზის გამო არ უშვებ 10 საათის მერე ქუჩაში და მერე აჯარიმებენ და ამ დროს ვიპ ცხოვრება აქვს მოწყობილი მთავრობას ეს შეურაცხმყოფელია, ეს ნიშნავს იმას რომ კასტა არის ვისთვისაც ყველაფერი შეიძლება და ხალხი არსებობს ვისთვისაც არაფერი შეიძლება. გუშინდელი დღით გაფორმდა სამარცხვინო რაღაცა, ქართულმა ოცნებამ ჩვენ საზოგადოება გამოგვაცხადა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, მოგვიგდეს ალიკაპის მსგავსად ეს კანონი და თვითონ დაშლიგინებენ, ესწრებიან ფეხბურთს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში რეჟიმი გაფორმდა, რომელმაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი მეორეხარისხოვნად გამოაცხადა”, — განაცხდა უგულავამ.

9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა.

გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრები მაკედონიის ნაკრებს ეთამაშებოდა, რაზეც მაყურებლის დასწრება არ დაუშვეს. მიუხედავად ამისა, თამაშს დაესწრნენ ირაკლი კობახიძე, ზურა ყიფშიძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე და მისი შვილი და სხვა მთავრობასთან დაახლოებული პირები.